• +995 551 23-90-03
  • +995 551 23-90-03
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

მიმართვა საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ

GEA

საქართველოს მეწარმეთა ლიანსი

GEORGIAN ENTREPRENEURS ALLIANCE

 

საქართველოს მეწარმეთა ლიანსის

მიმართვა საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ

 

საქართველოს მეწარმეთა ალიანსი ამყარებს კონტაქტებს უცხო ქვეყნის პალატებთან ქართველ და უცხოელ მეწარმეებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების, ბიზნესის წარმომადგენლების ორმხრივი ვიზიტებისა და კერძო მეწარმეობის ერთობლივი ორგანიზებით პარტნიორების მოძიების მიზნით (ექსპორტი, იმპორტი, ახალი ტექნოლოგიების გადაცემა და ა.შ.). კანონმდებლობის, ეკონომიკური და ინვესტიციის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პარტნიორი ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით სემინარების, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების შესაძლებლობით.

ამ კომუნიკაციის მთავარი მიზანია მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავება პარტნიორ ქვეყნებში ვაჭრობის, კომერციის, დაზღვევისა და გადაზღვევის, ლოჯისტიკის, საბანკო საქმის ინვესტიციების შესაძლებლობების პოპულარიზაციის მხრივ.

საქართველოს მეწარმეთა ალიანსის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით შემდეგ მომსახურებებს:

  • ორგანიზაციებისა და საწარმოების დახმარება სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კავშირების დამყარების პროცესში;
  • ბიზნეს ფორუმების, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სხვა საქმიანი შეხვედრების ჩატარება;
  • საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზება და გამოფენების მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სასწავლო სემინარების ჩატარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ექსპორტისთვის საქონლის პოპულარიზაცია, მეწარმეობის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა და ა.შ; • დოკუმენტების თარგმნა სხვადასხვა ენებზე (სანოტარო წესით დამოწმება, დოკუმენტების ლეგალიზაცია, აპოსტილი); • ადგილობრივი და უცხოური კომპანიების პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • ეკონომიკური კვლევის განხორციელება ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეებისა და კომპანიების დაკვეთით;
  • უცხოელი ბიზნესმენებისთვის და ადგილობრივი კომპანიებისთვის სტაჟირების ორგანიზება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
  • ადგილობრივი და უცხოური კომპანიების საქონლისა და მომსახურების რეკლამების შემუშავება და განთავსება საქართველოში;

საზღვარგარეთ ბიზნეს მისიების ორგანიზება (მათ შორის დაკავშირებული მომსახურებები: ვიზების მოპოვება, ბილეთების და სასტუმროების დაჯავშნა, ტრანსპორტის მომსახურება, შენობის და საოფისე ტექნიკის ქირაობა, დოკუმენტაციის თარგმნა და ა.შ.);

  • უცხოური დელეგაციების მიღების ორგანიზება (მათ შორის დაკავშირებული მომსახურებები: სასტუმროების დაჯავშნა, ტრანსპორტის მომსახურება, შენობის და საოფისე ტექნიკის დაქირავება, პარტნიორების ძებნა, დოკუმენტაციის თარგმნა და ა.შ.);

* უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოების შექმნის მიზნით დახმარების გაწევა.

გთხოვთ განიხილოთ ჩვენი შეთავაზება და დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის განხორციელებისა და იურიდიული საბუთების მომზადებისთვის.

პატივისცემით,

გამგეობის თავმჯდომარე

 

GEA

 

GEORGIAN ENTREPRENERS ALLIANCE

ს/კ საქართველოს მეწარმეთა ალიანსი

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405706650


© 2025 AEG. All Rights Reserved. Designed by Studio110