• +995 551 23-90-03
  • +995 551 23-90-03
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ალიანსის მისია

ალიანსის მისია

„სმა“ მხარს უჭერს ეფექტურ სოციალურ-შრომით ურთიერთობებს, რომლებიც ხელს უწყობს მაღალ კონკურენტუნარიანობას, საწარმოების შემოსავლებისა და შრომის ნაყოფიერების ზრდას, სამუშაო ადგილების უსაფრთხოებას, პროფესიულ და კარიერულ ზრდას, თანამშრომელთა სწავლებასა და თვითგანვითარებას და მათი ცხოვრების დონის ამაღლებას, საქართველოს სტაბილური ეკონომიკური განვითარების მიღწევას. „სმა“ ხელს უწყობს დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი კომპანიების მდგრად განვითარებას, რომელიც ეხმიანება ბიზნესის გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს, სოციალურ სტაბილურობას, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, გარემოს შენარჩუნებას, ადამიანის უფლებათა და ბიზნესის დაცვას. „სმა“-ს საქმიანობა მიმართულია მესაკუთრეთა და აქციონერთა, სახელმწიფოს, დაქირავებულ მუშაკთა, მიმწოდებელთა და მომხმარებელთა, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და „სმა“-ს წევრთა საქმიანობით ხელშემხებლობაში მყოფ სხვა მხარეთა ინტერესების ბალანსის მისაღწევად. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მეწარმეობას, რომელიც პასუხისმგებლობას ემყარება, ვაღწევთ ქართული კომპანიების გრძელვადიან და მდგრად განვითარებას, მაღალ ფინანსურ შედეგებს, რაც რენტაბელური განვითარების, დასაქმებულთა ზრდისა და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საფუძველს ჰქმნის.


© 2025 AEG. All Rights Reserved. Designed by Studio110