ა.ა.ი.პ. „საქართველოს მეწარმეთა ალიანსი“ არის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ქართული ბიზნესის მესვეურთა ინტერესებს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ალიანსი ახორციელებს საქმიანობას როგორც იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს მეწარმეობის სხვადასხვა სტრუქტურებისა და მიმართულებების საზოგადოებრივი გაერთიანების სამართლებრივი სტატუსი გააჩნია. დღეს „სმა“ ახდენს დარგობრივი და რეგიონალური გაერთიანებების კონსოლიდაციას, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკის საკვანძო სექტორებს: ტურიზმს, მეღვინეობას, ტრანსპორტს, საინვესტიციო-საბანკო სფეროს, ასევე აგრარულ კომპლექსს, მშენებლობას, სახალხო მოხმარების საგანთა წარმოებას, მსუბუქ და კვების მრეწველობას, მომსახურების სფეროს. „სმა“- თავის დანიშნულებას საქართველოში საქონლისა და მომსახურების მწარმოებლების ძალთა კონსოლიდაციაში ხედავს, რომელიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაზე, ქართული ბიზნესის სტატუსის ამაღლებაზე ქვეყანასა და მსოფლიოში, ასევე საზოგადოების, ხელისუფლებისა და ბიზნესის ინტერესთა ბალანსის დაცვაზე.„სმა“ ახორციელებს მუდმივ პრაქტიკულ საქმიანობას: ტარდება კონფერენციები აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე ქართული და უცხოური ბიზნეს წრეების, სამეცნიერო საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების წარმომდგენელთა მონაწილეობით. ამ ღონისძიებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს მეწარმეობისა და ბიზნესის სფეროში განიხილება სახელმწიფო დონეზე.