• +995 551 23-90-03
  • +995 551 23-90-03
  • ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

საწევრო დებულება

«დამტკიცებულია»

 აკო «სმა» ყრილობის მიერ                                                                                                                                  2020 წლის 19 სექტემბერს

დებულება

საწევრო შენატანების ოდენობის და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ საზოგადოებრივ არაკომერციულ ორგანიზაციაში „საქართველოს მეწარმეთა ალიანსი“

  1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საზოგადოებრივი არაკომერციული ორგანიზაციის „საქართველოს მეწარმეთა ალიანსი“ (შემდეგ ტექსტის მიხედვით - „სმა“) წესდების შესაბამისად.
  2. დებულება განსაზღვრავს საწევრო შენატანების ოდენობის დადგენის, გადახდის და აღრიცხვის წესს.
  3. საწევრო შენატანები წარმოადგენს „სმა“-ს ქონების ფორმირების ერთერთ წყაროს.
  4. „სმა“-ს ყველა წევრი არის საწევრო შენატანების გადამხდელი.
  5. კავშირის წესდების მიერ დადგინდა საწევრო შენატანების შემდეგი სახეობები:

5.1. შესასვლელი საწევრო შენატანი;

5.2. ყოველწლიური საწევრო შენატანი;

5.3. მიზნობრივი საწევრო შენატანი.

  1. საწევრო შენატანები გადაიხდება ფულადი სახით. „სმა“-ს წევრის ან წევრობის კანდიდატის განცხადების საფუძველზე „სმა“-ს მმართველობას შეუძლია დართოს ნება საწევრო შენატანის სახით შეტანილ იქნეს საწევრო შენატანის თანხის ტოლფარდი ქონება.
  2. საწევრო შენატანები ექვემდებარება „სმა“-ს ანგარიშზე შეტანას.
  3. კალენდარული (საფინანსო) წელიწადის ათვლა წარმოებს პირველი იანვრიდან ოცდათერთმეტი დეკემბრის ჩათვლით.
  4. შესასვლელი საწევრო შენატანი იხდება სრული ოდენობით, „სმა“-ში გაწევრიანების თვის მიუხედავად. გადაწყვეტილება „სმა“-ში წევრად მიღების შესახებ მიიღება „სმა“-ს ანგარიშზე შესასვლელი საწევრო შენატანის დარიცხვის შემდეგ.
  5. შესასვლელი საწევრო შენატანი იხდება სრული ოდენობით ერთჯერადი გადახდის სახით.
  6. შესასვლელი საწევრო შენატანის გადახდის შემდეგ კანდიდატი მიიღება „სმა“-ს წევრთა რიგებში „სმა“-ს სამმართველოს წევრად მიღების შესახებ დადგენილების საფუძველზე. უარის შემთხვევაში „სმა“-ში წევრობის კანდიდატს უბრუნდება გადახდილი შესასვლელი საწევრო შენატანი.
  7. საწევრო შენატანების ოდენობა დგინდება გადამხდელთა ჯგუფების მიხედვით: იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა წარმომადგენლები არჩეული არიან სამმართველოს შემადგენლობაში - სამმართველოს გადაწყვეტილებით (მითითებული საწევრო შენატანი შეიძლება შეტანილ იქნეს შენაწირის სახით); „სმა“-ს სხვა წევრებთან მიმართებაში - სამმართველოს გადაწყვეტილებით სამმართველოს თავმჯდომარის შეთავაზების საფუძველზე. „სმა“-ს წევრებს უნდა აცნობონ საწევრო შენატანების ოდენობის ცვლილების შესახებ.
  8. ყოველწლიური საწევრო შენატანები იხდება „სმა“-ს წევრების მიერ, დაწყებული „სმა“-ში წევრობის მეორე კალენდარული წლიდან.
  9. ყოველწლიური საწევრო შენატანები იხდება ერთჯერადი გადახდის სახით არაუგვიანეს მიმდინარე საფინანსო წლის 31 მარტისა ან გადახდის განვადებით. გადახდის განვადება წარმოებს გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე „სმა“-ს სამმართველოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. განვადების დროს გადახდები იწარმოება ყოველწლიური საწევრო შენატანის გადახდის კალენდარულის წლის ფარგლებში. პირველი გადასახადი შენატანის ჯამური თანხის არანაკლებ 50% ოდენობით იხდება არაუგვიანეს 31 მარტისა, მეორე გადახდა წარმოებს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
  10. საწევრო შენატანების არგადახდა ითვლება „სმა“-ს წესდების უხეშ დარღვევად.
  11. ინფორმაცია „სმა“-ს წევრთა შესახებ, რომლებსაც არ აქვთ გადახდილი გასული კალენდარული (საფინანსო) წლის საწევრო შენატანები, განიხილება „სმა“-ს მმართველობის მიერ.
  12. „სმა“-ს წევრებს, რომლებსაც უდროოდ ან არასრულად აქვთ გადახდილი ყოველწლიური საწევრო შენატანები:

17.1. არ გააჩნიათ ხმის უფლება „სმა“-ს მმართველობის ორგანოებში საწევრო შენატანის დავალიანების სრულად დაფარვამდე;

17.2. ვერ აირჩევიან „სმა“-ს მმართველობის ორგანოებში საწევრო შენატანის დავალიანების სრულად დაფარვამდე;

17.3. შეიძლება გაირიცხონ „სმა“-ს წევრთა რიგებიდან მმართველობის გადაწყვეტილებით.

  1. „სმა“-ს წევრებს, რომელთა მიმართ გამოყენებულ იქნა პარაგრაფში 17.3 გათვალისწინებული ქმედება, აქვთ უფლება „სმა“-ში განმეორებით წევრობაზე მხოლოდ გარიცხვის დროს არსებული საწევრო შენატანების დავალიანების დაფარვის შემდეგ.
  2. გადამხდელთა და საწევრო შენატანების გადახდების აღრიცხვას აწარმოებს „სმა“-ს პასუხისმგებელი თანამშრომელი.
  3. ყოველწლიურად წარმოებს გასული კალენდარული (საფინანსო) წლის მონაცემების შეჯერება „სმა“-ს წევრთა და საწევრო შენატანების გადახდის შესახებ.

მმართველობის თავმჯდომარე __________________ /____________/


© 2025 AEG. All Rights Reserved. Designed by Studio110