პროექტის მოკლე მიმოხილვა
ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შექმნა გაფართოების შესაძლებლობებით
ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა გახლავთ ინოვაციური კონსტრუქტორი სავაჭრო პროცედურების ონლაინ განხორციელებაში. თანამედროვე ფუნქციები იძლევა საშუალებას, მაქსიმალურად გაუმარტივოს დამკვეთს მუშაობა და ავტომატიზირებულად აწარმოებინოს ყიდვა-გაყიდვის პროცესი. გამარტივებული პირადი კაბინეტი იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა შეიქმნას მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული სამუშაო გარემო. ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების საუკუნეში, შესაბამისად ყველა ბიზნეს პროცესი უფრო და უფრო გადადის ონლაინ რეჟიმში. აქედან გამომდინარე, ბიზნესის წარმოების ონლაინ რეჟიმი გვკარნახობს თავის მოთხოვნილებებს, რომლის პროცესიც შეუქცევადი გახლავთ. ასე რომ ბიზნესების უმრავლესობას სჭირდებათ ელექტრონული პლატფორმა თავიანთი საქმიანობისთვის. გაყიდვებისა და სხვა ბიზნეს პროცესების ინტერნეტ პლატფორმაზე გადატანა კომპანიას საგრძნობლად უმცირებს საოპერაციო ხარჯებს, ასევე ათავისუფლებს პერსონალს მექანიკური სამუშაოსგან, რასაც ბიზნეს პროცესი მიჰყავს სამუშაოს ეფექტურობის და პროდუქტიულობის გაზრდამდე. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომპანიას უზრდის გაყიდვებსა და შემოსავალს.
ელექტრონული ვაჭრობის სისტემა საქართველოში პირველად 2000-ან წლებში გამოჩნდა. აქედან მოყოლებული შეინიშნება ამ სეგმენტის დადებითი დინამიკა. კომპანიების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად იყენებენ ინტერნეტს ბოლო 15 წელში, 23%-დან 59%-ამდე გაიზარდა.
ჩვენი სამიზნე აუდიტორია იქნება ნებისმიერი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მწარმოებელი კომპანიები. დღესდღეობით არსებულ კომპანიებს აქვთ მოთხოვნილება თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება შესთავაზონ და გაყიდონ მომხმარებელზე რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად. ასევე, ერთ-ერთი მათი მთავარი მოთხოვნა გახლავთ ცნობადობის ამაღლება. ეს რათქმაუნდა ის საბაზისო მოთხოვნილებებია, რაც ყველა კომპანიას გააჩნია. ამ მოთხოვნილებებს ჩვენი პლატფორმა სრულყოფილად დააკმაყოფილებს და მისცემს განვითარების უდიდეს შესაძლებლობას.
ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები
ძლიერი მხარეები: ჩვენი პლატფორმა იქნება ინოვაცია ინტერნეტ სივრცეში. ამ პლატფორმით ჩვენ მოვახდენთ ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქტების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. ჩვენი მომხმარებლებისთვის ონლაინ ვაჭრობა იქნება ბევრად უფრო სწრაფი, ეფექტური და მარტივი.
შესაძლებლობები: ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას მოვიცვათ ვაჭრობის ნებისმიერი სფერო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ასევე ჩვენი პლატფორმის უმთავრესი შესაძლებლობა გახლავთ ღია არქიტექტურა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი პლატფორმა მუდმივად შეძლებს განვითარებას და ახალი ფუნქციების დამატებას.
„ესპ-ქართლი“-ის მთავარი გეგმა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ ცნობადობა ბაზარზე. ჩვენი გათვლებით პლატფორმა ბაზარზე თავს ძალიან მალე დაიმკვიდრებს და ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდება ამ სფეროში. ამ ყველაფრის თქმის საშუალებას გვაძლევს ის უნიკალურობა და ინოვაციურობა, რაც ჩვენს პლატფორმას გააჩნია
- რეგისტრაცია ნებისმიერ სახელმწიფოზე მორგებული სტანდარტებით;
- პლატფორმაზე განთავსებული იქნება მომსახურეობა, საქონელი და სამუშაო;
- ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების საშუალება სახელმწიფო სისტემების გამოყენებით;
- არასაიმედო მომხმარებლების მონიტორინგის საშუალება;
- ყველანაირი კონტრაქტის თუ საბუთის ელექტრონულად გაფორმების საშუალება;
- სექტორალური შესაძლებლობები (CRM, 1C….), მუშაობა სხვადასხვა საოფისე პროგრამებთან;
- ნებისმიერ საძიებო (GOOGLE, YANDEX..) სისტემებთან დაკავშირების საშუალება;
- ახალი ამბები + ღონისძიებები, ვალუტის კურსები;
- მოლაპარაკების საშუალება ვიდეო ზარის მეშვეობით;
- საიტზე არსებული მომხმარებლების საერთო ჩატი;
- ხმოვანი საძიებო სისტემა;
- ჩვენს პლატფორმასთან წვდომა ანდროიდისა და აიოს-ის მეშვეობით;
- აპლიკაცია;
- ვაკანსიები;
- ფრილანს პლატფორმა;
- სხვადასხვა გაცნობითი კურსები და ვიდეოები;
- სხვადასხვა პროექტების განთავსებისა და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება;
- ფორუმი + ბლოგი;
- მომსახურეობა.
ჩვენი პლატფორმა ერთ სივრცეში გააერთიანებს სხვადასხვა პლატფორმების შესაძლებლობებს, ჩვენი გუნდი ასევე მუშაობს ამ პლატფორმაში სხვადასხვა ფუნქციების ინტეგრირებაზე, როგორებიც არის:
- ყველანაირი კონტრაქტების ონლაინ წარმოება და ონლაინ გადახდა მომხმარებლის მიერ შესაბამისი ბანკის არჩევის შესაძლებლობით;
- B2B ვაჭრობის ორგანიზება, რომელიც მოიცავს ყიდვა გაყიდვას ნებისმიერი მოცულობის და ღირებულების საქონელზე;
- B2C ვაჭრობის ორგანიზება, მცირე ბიზნესს საშუალებას აძლევს გაეცნოს დიდი კომპანიების მოთხოვნილებებს და მათზე მორიგებით განავითაროს საკუთარი ბიზნესი;
- C2C სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა (მცირე კომპანიებს საშუალებას მისცემს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას);
- ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებლების გვერდების რანჟირება. ჩვენს გუნდს შეეძლება დაეხმაროს საკუთარ მომხმარებლებს მათივე საიტების მართვაში (ეს ფუქნცია არ შედის მომხმარებლის მიერ შეძენილ პაკეტებში);
- იურიდიული მხარდაჭერა;
- ლოჯისტიკური მომსახურეობა; ინფორმაციის მიწოდება ტვირთის, საქონლისა და მომსახურეობის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით;
- განბაჟებისთვის საჭირო დეკლარაციების მომზადება ჩვენს პლატფორმაზე არსებული მომსახურების საშუალებით;
- ფინანსური მომსახურება, მათ შორის ბუღალტერია (მომხმარებელი ჩვენ პლატფორმაზე შეძლებს სხვადასხვა ფინანსური რეპორტების მოთხოვნას, რომლის საშუალებითაც უფრო თვალსაჩინოდ დაინახავს მისი ბიზნესის მიმდინარეობას);
- აუდიტორული და მარკეტინგული მომსახურეობა;
- უძრავი ქონება (მშენებლობა, ყიდვა-გაყიდვა, მიწის ნაკვეთები, სახლები და ბინები).
დამატებითი შესაძლებლოები (მოსალოდნელი სარგებელი)
- მოლაპარაკების საშუალება ვიდეო ზარის მეშვეობით;
- საიტზე არსებული მომხმარებლების საერთო ჩატი;
- ხმოვანი საძიებო სისტემა;
- ჩვენს პლატფორმასთან წვდომა ანდროიდისა და აიოს სისტემების საშუალებით.
უნიკალურობა და უპირატესობები
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში ვაჭრობა ეტაპობრივად გადადის ონლაინ სივრცეში. ბაზარზე წარმოდგენილი სხვადასხვა სივრცეები, სადაც მიმდინარეობს ონლაინ ბაჭრობა, მაგრამ ამ პლატფორმებს გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობები. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვაშენებთ ჩვენს ინოვაციურ პლატფორმას.
ჩვენი იდეა უნიკალური და ინოვაციურია, რადგან ბაზარზე მსგავსი პლატფორმა არ არსებობს, სადაც მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერი ყიდვა გაყიდვის პროცესი აწარმოოს ერთ სივრცეში. რეალურად ჩვენი პლატფორმა მიეკუთვნება აქამდე არსებული პლატფორმების გაერთიანებულ და გაუმჯობესებულ ვარიანტს. ასევე, ჩვენს პლატფორმაში ვამატებთ ისეთ ფუქნციებსა თუ მომსახურებებს, რომლებიც ბაზარზე საერთოდ არ არსებობს. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი პლატფორმა ნამდვილად უნიკალურია.
ჩვენი მთავარი მიზეზი თუ რატომ მიგვაჩნია ოპტიმალურად და მომგებიანად სწორედ დღეს ამ პლატფორმის ბაზარზე გატანა არის ის, რომ ყველა ძლიერი კომპანია ეძებს უფრო გამარტივებულ და ეფექტურ პლატფორმას, სადაც შეძლებენ საკუთარი ბიზნესის წარმოებას. ამით ჩვენს მომხმარებელს დავუზოგავთ დროს, შევთავაზებთ უფრო კომფორტულ გარემოს და ფუნქციების მრავალფეროვნებას.
„ესპ-ქართლი“-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ პირველი რიგში ნებისმიერ ბიზნესს თუ კომპანიას შეუძლია საქმიანობა აწარმოოს სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების გარეშე მხოლოდ ერთ სივრცეში, სადაც ოპერირება შეეძლება არა მხოლოდ ერთ ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად კომპანიებს ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ექნებათ ცნობადობისა და საკუთარი მოგების გაზრდის საშუალება.
პროექტის სქემა
საინფორმაციო წერილი
ააიპ „საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია“-ს წევრების შემოთავაზებებიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შემუშავდეს საქართველოს ტერიტორიაზე ინოვაციური აგროტექნოპარკის შექმნის პროექტი, რომელიც მიმართული იქნება საერთაშორისო სტანდარტებს დაქვემდებარებული, მაღალი ხარისხის სავაჭრო პროდუქციით უწყვეტად მომარაგებისაკენ, საქართველოს სახელმწიფოებრივი საჭიოებებიდან გამომდინარე.
პროექტის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისი სასურსათო პროდუქციის წარმოება, სასაწყობე ფართობების შექმნა, ტრანსპორტირება და შემდგომი რეალიზაცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ინიციატორია საინვესტიციო კომპანია შ.პ.ს. „ინთერნეიშენალ ინვესტმენტ გრუპ“-ი.
მოცემული პროექტის მონაწილეები, საქართველოს მეწარმეთა ასოციაციის წევრები, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ინვესტიციებით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საწარმოო საშუალებებით.
პროექტის ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარს.
მოცემული წინადადებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, იმედს ვამყარებთ საქართველოს სახელმწიფო მართვითი ორგანოების ლოიალურობაზე პროექტის დეტალური განხილვის გზით, პროექტის სამუშაო გუნდში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების მონაწილეობით.
პროექტის მონაწილეთა მზაობა და ვალდებულება
- პროექტის მართვა და ეკონომიკური მხარდაჭერა
- საწარმოო მონაწილეობა
- ლოჯისტიკური მონაწილეობა
- კონსალტინგი
2. სახელმწიფო სტრუქტურები
-
- საქართველოს პარლამენტი
ა) იურიდიული, ფინანსური, დარგობრივი კომიტეტები;
ბ) საერთო საკითხების კოორდინაცია, პროექტის განხილვა
- საქართველოს მთავრობა
ა) პროექტისათვის სახელმწიფო ინტერესის სტატუსის მინიჭება;
ბ) „სკპ“ - სახელმწიფო კერძო პარტნიორობა;
გ) „თიზ“ (თავისუფალი ინდუსტრიული ზონა) შესაძლებლობების საკითხის განსაზღვრა;
დ) გარანტირებული მიმწოდებლების რეესტრის რეგულაციების დახვეწა;
ე) სახელმწიფო სასურსათო რეზერვის შექმნა;
ვ) სურსათის ხარისხის სტანდარტების რეგულაციების გადახედვა
დასკვნა
აღნიშნული პროექტი მიმართულია:
- სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- საკვები პროდუქციის ხარისხისა და სტანდარტის ამაღლება;
- სურსათის გარანტირებული მიწოდება სახელმწიფო საჭიროებისათვის;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლების ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირის ლოჯისტიკაში;
- ინვესტიციების მოზიდვა;
- სამუშაო ადგილების შექმნა აღნიშნულ პროექტში.