- იურიდიული მომსახურება
- მომსახურებები შესყიდვების სფეროში
- ინვესტიციების მოზიდვა
- გამოფენები, ბაზრობები, კონგრესები, პრეზენტაციები
იურიდიული მომსახურება
ბევრი მეწარმე ხშირად აწყდება ფირმებთან დაკავშირებულ რეგისტრაციის, დოკუმენტაციის დამოწმების, გაფორმების და ა.შ. საკითხებს. იმისათვის, რომ სწორად იქნეს გაფორმებული ყველა საჭირო საბუთი, თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო პროცესები, არ იქნას დაშვებული შეცდომები - საჭიროა იურიდიული მხარდაჭერა. "საქართველოს მეწარმეთა ასოციაციაში" მომსახურების მიღების მიზნით მიმართვით, თქვენ გარანტირებულად მიიღებთ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას (კონსულტაციებს, ექსპერტიზას და სხვა სახის იურიდიულ მხარდაჭერას) თქვენთვის მოსახერხებელ რეგიონში.
• სამართლებრივი ექსპერტიზა
o ყველა სახის ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა
o სამეწარმეო და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საკანონმდებლო და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა
o ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და სამართლებრივი აქტების იურიდიული ექსპერტიზა
• იურიდიული მომსახურებები უძრავი ქონების სფეროში
o თვითნებურ (უნებართვო) მშენებლობებზე (მათ შორის თვითნებურ გადაგეგმარებაზე) საკუთრების უფლების ლეგალიზაცია
o უძრავი ქონების ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლებების რეგისრაცია.
o აუქციონის გზით, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლების რეგისტრაცია (ობიექტის მშენებლობისთვის).
o უძრავი ქონების საკადასტრო ღირებულების გადახედვა კომისიასა და სასამართლოში.
o საცხოვრებელი ობიექტების გადაგეგმარებისათვის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება.
o უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (მიწის ნაკვეთი, ბინა, სააგარაკე სახლი, კოტეჯი, არასაცხოვრებელი ფართი, შენობა) და მასთან დაკავშირებული გარიგებების (ქირავნობა, გირაო, ჩუქება და ა.შ.) რეგისტრაციისას იურიდიული მხარდაჭერა.
o ახალი მიწის ნაკვეთის ფორმირება, მიწის ნაკვეთის აზომვა (გამიჯვნა, გაერთიანება, გადანაწილება), მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა.
• ინტერესების წარმოდგენა დავების მოგვარებისას
o ინტერესების წარმოდგენა სასამართლოში
o სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება
o დავების წინასასამართლო გადაწყვეტა
• იურიდიული მხარდაჭერა
• იურიდიული კონსულტაციები
o კონსულტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით
o კონსულტაცია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის საკითხებზე
o კონსულტაცია სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებასა და წარმოებასთან დაკავშირებით
• სხვა იურიდიული მომსახურებები
• საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების დამოწმება
• იურიდიული მომსახურება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობის სფეროში
o ყველა სახის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმის რეგისტრაცია.
o სააბონენტო (მიმდინარე) საკადრო მომსახურება იურიდიულ მხარდაჭერათან კომბინირებულად (შრომით სამართლებრივი ურთიერთობების საკითხები)
o ხელშეკრულებების შედგენა და ყველა სახის ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა
o კონსულტაცია რეგიონულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით
o კონსულტაცია სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებასა და წარმოებასთან დაკავშირებით
o ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა
o ინტერესების წარმოდგენა სასამართლოში
o სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში შესატანი ცვლილებების რეგისტრაცია
• რეგისტრაცია და ლიცენზირება
o სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების რეგისტრაცია
o უძრავ ქონებაზე უფლებისა და მასთან დაკავშირებული გარიგებების რეგისტრაცია
o ყველა ფორმის ორგანიზაციის რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
o სამეწარმეო საქმიანობის წარმოებისათვის შესაბამისი ლიცენზიის მიღება
• ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება და შედგენა
o ხელშეკრულებების და საერთაშორისო კონტრაქტების პროექტების შედგენა ქართულ და უცხო ენებზე.
• დაუძლეველი ძალის გარემოებების (ფორს-მაჟორი) დადასტურება.
მომსახურება შესყიდვების სფეროში
რამდენიმე წელია უმჯობესდება კანონმდებლობა საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვების სფეროში. საქართველოს მოქმედი შესყიდვების შესახებ კანონის გარდა, გამოიცა მრავალი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომლებიც განმარტავს/აკონკრეტებს აღნიშნული კანონის დებულებებს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა როგორც გვიჩვენებს, შესყიდვების კანონმდებლობაში ბევრი კოლიზიური ნორმა და არაპირდაპირი (ხარვეზი) ნორმატიული აქტია.
„საქართველოს მეწარმეთა ასოციაციის“ თანამშრომლები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას კომპანიების მიმართ რომლებიც მონაწილეობას იღებენ შესყიდვებში, როგორც სახელმწიფო საჭიროებებისთვის, „დონორულ“ ვაჭრობებში (ბანკები), ისე კომპანიებისთვის სახელმწიფოს მონაწილეობით (სტრუქტურულ მონოპოლიებს). შესყიდვების პროცესში მონაწილეობასთან ერთად, "ასოციაცია" ახორციელებს დამკვეთის მოთხოვნების სამართლებრივ ექსპერტიზას, შეკვეთის განთავსების პროცედურებს, საქონლის (სამუშაოების / მომსახურების) ღირებულების დასაბუთებას შემდგომი იურიდიული დასკვნის გაცემის მიზნით.
გარდა ამისა, "საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია" ახორციელებს მეწარმეთა ინტერესების დაცვას შესყიდვების საკითხებში, როგორც ადმინისტრაციულ-საზედამხედველო, ისე სასამართლო წესით. ჩვენ გთავაზობთ მოწოდებული საქონლის შესაბამისობის, შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების სახელმწიფო ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის ექსპერტიზის მომსახურებას.
ვაჭრობაში მონაწილეობის მხარდაჭერის მომსახურებები:
o შესყიდვების მონიტორინგი (მოძიება)
o გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქციის შესყიდვების ანალიზი
o შესყიდვების პროცედურის დოკუმენტების ანალიზი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობაზე
o განაცხადის მომზადება შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობისთვის
o მხარდაჭერა ელექტრონულ რესურსებზე აკრედიტაციაშიინვესტიციების მოზიდვა
ბიზნესსა თუ პროექტში ინვესტიციების მოსაზიდად კომპანია უნდა ფლობდეს საინვესტიციო მიმზიდველობას. მათთვის, ვინც ინვესტორს ეძებს, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მასალის მიწოდების ხარისხს: კომპეტენტურ ეკონომიკურ დასაბუთებას, შინაარსიან საინვესტიციო მემორანდუმს, ზედმიწევნით შემუშავებულ ბიზნეს-გეგმას. "საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია" დამკვეთებს სთავაზობს კვალიფიციურ დახმარებას ინვესტიციების ძიებასა და მოზიდვაში.
- საინვესტიციო პროექტებთან მუშაობა
o ინვესტიციების მოძიება
o ბიზნეს-გეგმების ანალიზი და ექსპერტიზა
o საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე ბიზნეს-გეგმების კორექტირება
o განაცხადების მომზადება საინვესტიციო პროექტების საკონკურსო შერჩევაში მონაწილეობის მიღების მიზნით, შემდგომი სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
o პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება
o ბიზნესის განვითარების ვარიანტების ფინანსური მოდელირება
o ბიზნეს გეგმის კონკრეტული ინვესტორის მოთხოვნებთან ადაპტირება
o ბიზნეს გეგმების შემუშავება
o საპრეზენტაციო მასალების მომზადება
o კომპანიის წარდგენა და პრეზენტაცია საერთაშორისო ასპარეზზეგამოფენები, ბაზრობები, კონგრესები, საქმიანი მისიები, პრეზენტაციები
• გამოფენების ორგანიზება და ჩატარება
o გამოფენების ორგანიზება
o რეგიონული, რეგიონთაშორისი, ეროვნული და საერთაშორისო დონის გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება, კოლექტიური ექსპოზიციების მომზადება, დაუსწრებელი მონაწილეობა
o საგამოფენო-საბაზრო და კონგრესის ღონისძიებების ორგანიზაციულ-საინფორმაციო მხარდაჭერა
o საგამოფენო-საბაზრო და კონგრესის ღონისძიებების საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარების მხარდაჭერა
o სარეკლამო და საპრეზენტაციო ღონისძიებების ორგანიზება გამოფენების, ბაზრობების, კონგრესების ჩატარების ფარგლებში
o ვიზიტორების მოზიდვა საგამოფენო-საბაზრო და კონგრესის ღონისძიებებზე
o კოლექტიური ექსპოზიციების ფორმირება ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებზე
o გამოფენის მოწყობისა და გაფორმების პროექტების შემუშავება
o საგამოფენო-საბაზრო და კონგრესის ღონისძიებების წინა სარეკლამო კამპანიების ჩატარება
• საქმიანი მისიების ორგანიზება და ჩატარება
o სავაჭრო -ეკონომიკური მისიების ორგანიზაციულ- საინფორმაციო მხარდაჭერა
o ციფრული ბიზნეს-მისიების ორგანიზება
o სავაჭრო-ეკონომიკური და საქმიანი მისიების ორგანიზება და ჩატარება
o საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლების სავაჭრო-ეკონომიკური და საქმიანი მისიების ორგანიზებაში ხელის შეწყობა.
• ფორუმების, კონგრესების და პრეზენტაციების ორგანიზება და ჩატარება
• საქართველოს სუბიექტის ეკონომიკური, სამრეწველო და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის ორგანიზება
o კომპანიების, საქონლის, მომსახურების პრეზენტაციების ორგანიზება საქართველოსა და საზღვარგარეთ
o მონაწილეთა მოზიდვა ფორუმებსა და კონგრესებზე
o საკონფერენციო დარბაზების იჯარით აღება
• გამოფენების, ბაზრობების, კონგრესების, საქმიანი მისიებისა და პრეზენტაციების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა.
• ონლაინ ღონისძიებების ინტერნეტ ქსელში ორგანიზება და ჩატარება.